netcredit

ბოლო პერიოდში, საქართველოში საკმაოდ მომრავლდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობენ მცირე სესხის მიღებას. მაღალი კონკურენციის გამო, ბანკებმაც გაამარტივეს პროცესი, მაგრამ ის საუკეთესო შეთავაზება, რომელიც ამ სესხის უმარტივესი პროცედურით გაცემის გარდა, 0%-იან (uprocento sesxebi) საკომისისაც გულისხმობს, მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვთ და ისიც, მათგან მხოლოდ რამოდენიმეს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის ზუსტად ეს მარტივი და დახვეწილი პროდუქი, რამდენად ეფექტურია, რა რისკებს შეიცავს და რაც მთავარია, მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას, საქართველოს ბაზარზე არსებული უპროცენტო სესხების შესახებ, რათა მომხმარებელმა მისთვის ყველაზე სასურველი კომპანიის შერჩევა მარტივად შეძლოს.

უპროცენტო სესხის ზოდაგი მახასიათებლებია:

  • დაფარვის მოკლე ვადა (საშუალოდ, 1 თვე);
  • მცირე რაოდენობის თანხა (თუმცა, მაქსიმალური თანხის მოცულობა ყველა კომპანიაში სხვადასხვაა);
  • 0% საკომისიო, ანუ ვადის ბოლოს აბრუნებთ ზუსტად იმ თანხას, რაც ისესხეთ;
  • განაცხადის განხილვის სისწრაფე.

სესხის მისაღებად შემდეგ ზოგად პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • კონკრეტული ორგანიზაციის დაწესებულ ასაკობრივ საზღვრებს (ძირითადად, 20-65 წელი);
  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობდეთ საქართველოში;
  • არ უნდა გქოდეთ უარყოფითი საკრედიტო ისტორია;
  • არ უნდა იყოთ დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობა ან საზღვარგარეთის პასპორტი.

ყველა კომპანია, რომელიც სესხს უპროცენტოდ გასცემს, მომხმარებელს ასევე სთავაზობს დისტანციურ მომსახურებას. თქვენ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეგიძლიათ განაცხადის შევსება. ხშირ შემთხვევაში, რეგისტრირებული შემოსავლების დაფიქსირებაც არაა საჭირო. კომპანია განიხილავს თქვენს მონაცემებს და სასურველი თანხის მიღება უმოკლეს დროში, ბანკის რიგებში დგომის გარეშე შეგეძლებათ. 24 საათიანი მომსახურება მხოლოდ მანიმენს აქვს, ყველა დანარჩენი ორგანიზაცია სესხს მხოლოდ სამუშაო საათებში გასცემს.

როგორც წესი, ასეთი ტიპის სესხებს არ ჭირდება წინასწარ განსაზღვრული მიზანი. თქვენ სწრაფად, მარტივად და უფასოდ ღებულობთ თანხას და შეგიძლიათ, თავად გადაწყვიტოთ, რაში დახარჯოთ ის.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ კრედიტის მიზანი მოკლევადიან ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაა, როცა უმოკლეს ვადაში გჭირდებათ მცირე რაოდენობის თანხა და შემოსავალს ჯერ არ ელოდებით. ქვემოთ შემოგთავაზებთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებისგანაც სესხის უპროცენტოდ მიღება შეგიძლიათ:

 uprocento netcredit sesxebi ნეთკრედიტი - www.netcredit.ge

  • მაქსიმალური თანხა _ 500 ლარი;
  • ვადა _ 5-30 დღე;
  • სამუშაო საათები: ორშ-პარ. _ 09:00-20:00; შაბ. _ 09:00-14:00;
  • ასაკობრივი ზღვარი _ 20-დან საპენსიო ასაკამდე.

 uprocento sesxi Vivusვივუსი - www.vivus.ge

  • მაქსიმალური თანხა _ 250 ლარი;
  • ვადა _ 1-30 დღე;
  • სამუშაო საათები: ორშ-პარ. _ 08:00-22:00; შაბ-კვ. _ 09:00-22:00;
  • ასაკობრივი ზღვარი _ 20-65 წელი.

ყველა ეს ორგანიზაცია უპროცენტო სესხს მხოლოდ ახალს კლიენტებზე იძლევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემდეგი სარგებლობისას, ჩვეულებრივად მოგიწვთ პროცენტების გადახდა და თუ ისევ უფასოდ გინდათ თანხის მიღება, სხვა კომპანიას უნდა მიმართოთ.

Uprocento sesxebi

გაითვალისწინეთ, რომ თუ სესხის ვადებს არ დაიცავთ, ყველაფერი ასე მარტივად აღარ იქნება. ასეთი კრედიტის აღება ოცნებების ახდენის საშუალება ნამდვილად არ არის და მისი აღება მხოლოდ გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარადაა მიზანშეწონილი. თუ თანხას დროულად ვერ დააბრუნებთ, მოგიწევთ პროცენტების და ჯარიმების გადახდა, რაც საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდ ფინასურ ზიანს მოგაყენებთ. შედარებით უკეთესი გამოსავალია გადავადების შესაძლებლობის გამოყენება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ თანხის გადახდა გადავადების საკომისიოს სახით.

პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამ კომპანიების წლიური საპროცენტო განაკვეთები 400-დან 1200%-მდე მერყეობს, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ, თუ ნამდვილად უპროცენტო სესხით სარგებლობა გსურთ, აღებამდე დარწმუნდით, ნამდვილად შეძლებთ თუ არა ყველა პირობის დაცვას.