netcredit

Vivus GE

მინიმალური 300 ლარი
მაქსიმალური 3000 ლარი
24 თვე
Vivus.ge - ძველი მეგობარი
აიღე სესხი

lendo

მინიმალური 50 ლარი
მაქსიმალური 900 ლარი
24 თვით
პირველ სესხზე (500 ლარი) 0%
აიღე სესხი

netcredit logo

მინიმალური 50 ლარი
მაქსიმალური 1000 ლარი
1-დან 30 დღემდე
პირველ სესხზე (450 ლარი) 0%
აიღე სესხი

creditonge

მინიმალური 100 ლარი
მაქსიმალური 1500 ლარი
12 თვე
მიიღე ფული განმეორებით!
აიღე სესხი

credia

მინიმალური 400 ლარი
მაქსიმალური 4000 ლარი
3 - 24 თვე
აიღე სესხი

 

amica

მინიმალური 100 ლარი
მაქსიმალური 1000 ლარი
12 თვე
აიღე სესხი

მიკრო სესხი (mikro sesxebi) დღეს კრედიტის ყველაზე გავრცელებული სახეა და დიდი პოპულარობით სარგებლობს, გათვლილია მოკლე ვადაზე და სახლიდან გაუსვლელადაც კი გაიცემა. იმისთვის, რომ მიკრო სესხით ისარგებლოთ, ხშირ შემთხვევაში, არ არის საჭირო რეგისტრირებული შემოსავლების დაფიქსირება. მაგრამ, მარტივი და სწრაფი სესხით სარგებლობა მაღალ რისკებს გულისხმობს, სწორედ ამიტომ, სესხის გადავადების ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, საკომისიო გადასახადი ძალიან მაღალია. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები მომხმარებელს პირველ სესხს 0%-ადაც სთავაზობენ.

Mikro sesxebiგაითვალისწინეთ, რომ მიკრო სესხის მიზანია მოკლევადიან ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავება, მოულოდნელი ხარჯების დაფარვა, თუ ის გრძელვადიანი ფინანსური პრობლემებისთვის გჭირდებათ, ჯობია არ აიღოთ, რადგან თქვენ შეიძლება ვეღარასოდეს შეძლოთ საკრედიტო წრიდან თავის დაღწევა.

მოთხოვნები ყველა კომპანიაში მეტ-ნაკლებად ერთნაირია, თუმცა, ყოველი მათგანი ცდილობს მომხმარებლისთვის უფრო მისაღები და გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებას. საერთო მოთხოვნებია:

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
  • არ უნდა იყოთ დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • არ უნდა გქონდეთ უარყოფითი საკრედიტო ისტორია, თუმცა, ზოგიერთი კომპანია ისტორიის გადამოწმების გარეშე სთავაზობს სესხს მომხმარებელს და ამით მის გამოსწორების შანსს აძლევს;
  • ასაკობრივი ზღვარი ყველა ორგანიზაციას სხვადასხვა აქვს, მაგრამ ძირითადად, სტანდარტი 21-65 წელია;
  • საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა ან საზღვარგარეთის პასპორტი.

ბაზარზე უამრავი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს ამ ტიპის სესხს სთავაზობს და მათგან სასურველის არჩევა საკმაოდ რთული პროცესია. ამ სტატიაში განვიხილავთ ბაზარზე არსებულ, საზოგადოების აზრით, ყველაზე სანდო კომპანიებს და მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს. საუკეთესო ორგანიზაციის არჩევა შეგიძლიათ ასევე ვებ-გვერდზე isesxe.com, რომელიც მომხმარებელს ყველა საჭირო ინფორმაციას სთავაზობს ამ კომპანიების შესახებ.

Mikro sesxebi | ზიპ კრედიტი (სვის კაპიტალი)

zipმოკლე აღწერა:

  • სამუშაო საათები: ორშ-პარ. _ 10:00-17:30, შაბ. _ 10:00-13:30
  • ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი _ 15%
  • მინიმალური თანხა _ 250 ლარი
  • მაქსიმალური თანხა _ 2000 ლარი (პირველივე ჯერზე)
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 30 თვე
  • სესხის მინიმალური ვადა _ 3 თვე
  • ასაკი _ 23-63 წელი

ზიპ კრედიტში გატანის და წინსწრებით დაფარვის საკომისიოს გადახდა არ მოგიწევთ.

ნეთ კრედიტი

netcredit mikro sesxiმოკლე აღწერა:

  • სამუშაო საათები: ორშ-პარ _ 09:00-20:00, შაბ. _ 09:00-14:00
  • პირველი სესხი 500 ლარამდე უპროცენტოა
  • ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი _ 8-19%
  • მინიმალური თანხა _ 50 ლარი
  • მაქსიმალური თანხა _ 1000 ლარი
  • პირველი სესხის ლიმიტი _ 500 ლარი
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 30 დღე
  • სესხის მინიმალური ვადა _ 5 დღე
  • ასაკი _ 20-დან საპენსიო ასაკამდე

ნეთკრედიტის განსაკუთრებული შეთავაზებაა ლოიალობის პროგრამა, რომელიც არსებულ კლიენტებს სესხზე 5-30% ფასდაკლების მიღების საშალებას აძლევს.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ, სესხის მოთხოვნა შესაძლებელია SMS-ის საშუალებითაც.

თუ ფიქრობთ, რომ სესხს დროულად ვერ ფარავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სესხის გადავადების ფასიანი სერვისი:

  • 14 დღით _ 75 ლარი;
  • 30 დღით _ 120 ლარი.

მანიმენი

micro sesxebi - moneymanმოკლე აღწერა:

  • 24 საათიანი მომსახურება
  • პირველი სესხი 500 ლარამდე უპროცენტოა
  • ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი _ 20-30%
  • მინიმალური თანხა _ 50 ლარი
  • მაქსიმალური თანხა _ 1500 ლარი
  • პირველი სესხის ლიმიტი _ 500 ლარი
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 1000 ლარამდე 31 დღე, 1000 ლარის ზევით 3-4 თვე
  • სესხის მინიმალური ვადა _ 5 დღე

განაცხადის შეტანა ასევე, SMS-ის მეშვეობითაც შეგიძლიათ.

თუ მანიმენის მომხმარებელი გახდებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ წამახალისებელი სერვისით, მოიპოვოთ და დააგროვოთ ბონუს ქულები და გამოიყენოთ ისინი სურვილისამებრ.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ სესხის დაფარვას დათქმულ დროს, ყოველდღე ძირ თანხაზე ირიცხება პროცენტები (1% დღეში), ასევე, დამატებითი საჯარიმო პროცენტები, დღეში 0.75%-ის ოდენობით.

ემას კრედიტი

Mikro sesxebi - EmmasCreditმოკლე აღწერა:

  • სამუშაო საათები: ორშ-პარ _ 10:00-19:00, შაბ. _ 10:00-14:00;
  • პირველი სესხი 200 ლარამდე ან 20 დღემდე ვადით უპროცენტოა;
  • ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი _ 20-30%;
  • მინიმალური თანხა _ 50 ლარი;
  • მაქსიმალური თანხა _ 650 ლარი;
  • პირველი სესხის ლიმიტი _ 300 ლარი;
  • სესხის მაქსიმალური ვადა _ 45 დღე (პირველ სესხზე 30 დღე);
  • სესხის მინიმალური ვადა _ 1 დღე;
  • ასაკი მინიმუმ _ 20 წლიდან საპენსიო ასაკამდე;
  • მოთხოვნები: საბანკო ანგარიში აქტიური პლასტიკური ბარათით და მინიმუმ 2 ლარით დატვირთული;
  • გადავადების საკომისიო _ 10 ლარი (პირველად 30 დღით, მეორედ 20 დღით, ყოველი მომდევნო გადავადება კი_10 დღით).

ემას კრედიტს ასევე აქვს ავტომატური გადავადების სერვისი. ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის გადახდის დღეს გადავადდეს თქვენი სესხი ავტომატურ რეჟიმში, თქვენი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის გარეშე. ამ რეჟიმით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ვებ-გვერდზე, ჩართული აქვთ შესაბამისი რეჟიმი და გადახდის დღეს აქვთ გადასავადებლად საკმარისი თანხა. პროგრამა თვითონ ჩამოჭრის თქვენი ბარათიდან მიმდინარე დღისთვის სესხზე დარიცხულ პროცენტს და გადავადების საკომისიოს.

თუ სესხს ვერ დაფარავთ გადახდის თარიღის დღეს, ერთჯერადად დაგერიცხებათ ჯარიმა _ 20 ლარი და პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 1.5% ოდენობით. სესხის ვადაზე ადრე დაფარვისას შეგიძლიათ გადაიხადოთ მხოლოდ გამოყენებული დღეების შესაბამისი პროცენტი.

თუ სესხს ემას კრედიტში აიღებთ, გაითვალისწინეთ, რომ სესხის თანხის 10 დღეზე ნაკლები ვადით აღების ან 10 დღეზე ნაკლებ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრება ერთჯერადად გადასახდელი საკომისიო, 5 ლარი და 65 თეთრი.