netcredit

Vivus GE

მინიმალური 300 ლარი
მაქსიმალური 3000 ლარი
24 თვე
Vivus.ge - ძველი მეგობარი
აიღე სესხი

lendo

მინიმალური 50 ლარი
მაქსიმალური 900 ლარი
24 თვით
პირველ სესხზე (500 ლარი) 0%
აიღე სესხი

netcredit logo

მინიმალური 50 ლარი
მაქსიმალური 1000 ლარი
1-დან 30 დღემდე
პირველ სესხზე (450 ლარი) 0%
აიღე სესხი

creditonge

მინიმალური 100 ლარი
მაქსიმალური 1500 ლარი
12 თვე
მიიღე ფული განმეორებით!
აიღე სესხი

credia

მინიმალური 400 ლარი
მაქსიმალური 4000 ლარი
3 - 24 თვე
აიღე სესხი

 

amica

მინიმალური 100 ლარი
მაქსიმალური 1000 ლარი
12 თვე
აიღე სესხი

 

ონლაინ სესხი არის კრედიტი, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ სახლიდან გაუსვლელად. ჩვენი ვებ-გვერდი გაძლევთ საშვალებას შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები პირობების მქონე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია და აიღოთ სესხი რამდენიმე წუთში.

სესხის დამტკიცების დრო დამოკიდებულია მიკრო საფინანსო ორგანიზაციაზე, თუ რამდენად დიდი რაოდენობით ადამიანმა მოითხოვა ერთდროულად სესხი, მითუთებული ინფორმაცია მიახლოვებითია.

პირველი სესხი (უფასო) ეს ნიშნავს, როდესაც თანხის დაბრუნებისას არ იხდით არანაირ პროცენტს, მაგალითად: 100 ლარის სესხებისას 30 დღით, თქვენ უკან აბრუნებთ ისევ 100 ლარს, ხოლო შემდეგი სესხისას იხდით დამატებით პროცენტს.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ არ ვართ მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, ჩვენი ვებ-გვერდი გეხმარებათ შეარჩიოთ მიკრო საფინანსო ორგანიზაციების სესხები, რომელიც თქვენთვის მისაღებია. თქვენ სესხს იღებთ სასურველი მიკრო საფინანსო ორგანიზაციისგან რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ვებ-გვერდს არ აქვს შეხება თქვენს მიერ აღებულ სესხთან.

რა არის სწრაფი სესხი?

სწრაფი სესხი არის სესხის ტიპი, რომელიც შესაძლებელია აიღოთ ძალიან მცირე დროში, ყოველგვარი დოკუმენტაციის და უზრუნველყოფის გარეშე.

მოწმდება ჩემი საკრედიტო ისტორია?

სასურველია, თუ გექნებათ დადებითი საკრედიტო ისტორია, რადგან ზოგიერთი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას კომპანია creditinfo -ს ბაზაში.

რა საბუთები მჭირდება სესხის მისაღებად?

ონლაინ სესხის მისაღებად არ მოითხოვება არანაირი საბუთი, თუმცა მოითხოვება რომ გადამოწმდეს თქვენი საბანკო ანგარიშის სიზუსტე, რაც გამოიხატება 1 თეთრის გადარიცხვით მითითებული ანგარიშიდან, ან პლასტიკური ბარათის მითითებით.

რამდენად სანდოა ონლაინ სესხი?

ონლაინ სესხი საკმაოდ გავრცელებული სესხის ტიპია მთელს მსოფლიოში, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც ეს ბიზნესი არსებობს და ჩვენს ვეგ-გვერდზე მითითებული ყველა საკრედიტო კომპანია უსაფრთხოა და სანდო.

აქვთ თუ არა ფილიალები ორგანიზაციებს?

არა, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ მომხმარებელთა მომსახურების ოფისები, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით, ან ელ-ფოსტით.

შეუძლიათ თუ არა გამაშავონ?

დიახ, მიკრო საფინანსო ორგანიზაციას ისევე როგორც ბანკს, შეუძლია თქვენი საკრედიტო ისტორიის გაფუჭება.

Uprocento sesxebi | ონლაინ კრედიტი | Mikro sesxebi | ონლაინ სესხები | Online sesxebi | Sesxi | swrafi sesxebi

ონლაინ სესხის მიღება ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, მაგრამ ყოველი მომხმარებელი ასეთ მცირე სესხებსაც კი, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. კრედიტის აღებამდე სრულად უნდა გაეცნოთ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერთ და ადასტურებთ, თუმცა ხელშეკრულება იურიდიული დომკუმენტია და მასში ბევრი უცნობი ტერმინია გამოყენებული, რაც, საბოლოოდ, მის გააზრებას ართულებს. გაეცანით იმ ფინანსური ტერმინების მნიშვნელობას, რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ ნებისმიერი სესხის აღებისას:

გამსესხებელი - კომპანია (ბანკი ან მიკოსაფინანსო ორგანიზაცია), რომლისგანაც ფულს სესხულობთ.

მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სესხულობს თანხას გამსესხებელი კომპანიისგან გარკვეული პირობებით.

სესხის ხელშეკრულება - სესხის აღებისას, გამსესხებელს და მსესხებელს შორის დადებული დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ დათანხმებამდე. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ელექტრონულიც და ის სამართლებრივად ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას.

სესხის განაცხადი - მსესხებლის მიერ შევსებული ფორმა, რომელშიც მითითებულია სესხის ოდენობა და გადახდის ვადები.

ოფერტი - სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების გაცნობა და კომპანიის პირობებზე დათანხმება.

აქცეპტი - გამსესხებლის საპასუხო თანხმობა მსესხებლის მოთხოვნაზე, რაც დასტურდება მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.

სესხის თანხა - მსესხებელზე გაცემული თანხა, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

საკომისიო ან პროცენტი - კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული სარგებელი სესხის გაცემისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს სესხის თანხასთან ერთად.

პირგასამტეხლო - თანხა, რომელსაც იხდით ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. ჯარიმა - ზოგიერთი კომპანიის მიერ, საკომისიოს და პირგასამტეხლოს გარდა დაკისრებული ფინანსური ვალდებულება, სესხის ვადაგადაცილების გამო.

გადავადების საკომისიო/პროცენტი - თანხა, რომელსაც ნებაყოფლობით იხდით იმ შემთხვევაში, თუ სესხს დროულად ვერ აბრუნებთ. სესხის გადავადების საფასური ყველა კომპანიაში სხვადასხვაა და გადახდის თარიღის კონკრეტული ვადებით გადადებას ემსახურება, საკრედიტო ისტორიის გაფუჭების და პირობების დაღვევის გარეშე.

მსესხებლის საბანკო ანგარიში - საბანკო ანგარიში, რომელზეც გამსესხებელი ურიცხავს თანხას მსესხებელს. მის დასადასტურებლად კომპანიები ითხოვენ ამ ანგარიშიდან 1 თეთრის გადარიცხვას მათ ანგარიშზე. უმჯობესია, იყოს გამსესხებლისგან რეკომენდებულ ბანკთაგან ერთერთში გახსნილი, რათა თანხის გადარიცხვის პროცესი დროში არ გაიწელოს.

იდენტიფიკაცია - სიმბოლური 1 თეთრის გადარიცხვა გამსესხებლის ანგარიშზე.

მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ დასაბრუნებელი თანხის რაოდენობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რომელიც მოიცავს სეხის თანხას, დარიცხულ საკომისიოებთან და პირგასამტეხლოებთან ერთად.

სესხის ვადა - გამსესხებლის მიერ დაწესებული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მხდეს სესხის დაბრუნება.

სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის ვადის ბოლო დღე, რომლის შემდეგაც სესხი ითვლება ვადაგადაცილებულად.

გადავადება - სესხის დაბრუნების თარიღის გადაწევა კონკრეტული დროით, შესაბამისი საფასურის გადახდით.

პერსონალური/პირადი კოდი - კოდი, რომელსაც გამსესხებელი ანიჭებს თითოეულ მსესხებელს და გამოიყენება მისი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

სესხის ნომერი - კოდი, რომელსაც გამსესხებელი ანიჭებს თითოეულ სესხს და გამოიყენება რომელიმე კონკრეტული სესხის იდენტიფიკაციისთვის.

მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის მსესხებლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე.

თავდები - პირი, რომელიც სრულად კისრულობს სესხის დაფარვის ვალდებულებას, თუ მსესხებელი არ ან ვერ იხდის თანხას. ის ისევე აგებს პასუხს, როგორც მსესხებელი.

სესხის ხანდაზმულობა - 3 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება ბოლო გადახიდან ან სესხის აღიარებიდან (სესხთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერისას). მსესხებელს აქვს შანსი, რომ ხანდაზმული ვალდებულება საერთოდ მოეხსნას.

საკრედიტო ისტორია - „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში გაკეთებული ჩანაწერები თითოეული სესხის შესახებ. შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, იმის მიხედვით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ფარავს მომხმარებელი სესხებს. გადახის 30 დღეზე მეტით გადაცილებისას ავტომატურად ხდება უარყოფითი საკრედიტო ჩანაწერის გაკეთება და ის ბაზაში 5 წელი რჩება წაშლამდე. დადებითი ჩანაწერი ინახება 7 წლის განმავლობაში.

Sesxebi | Sesxi | Sesxe | Swrafi Sesxebi Onlain | Online sesxebi | Krediti 0%